ღია მონაცემების ძიება

დეველოპერებისთვის

ღია მონაცემების პორტალი (data.gov.ge) მიზნად ისახავს ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და დამატებითი ღირებულების ელექტრონული სერვისების შექმნის ხელშეწყობას.

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის ამ პორტალზე ხელმისაწვდომია ღია მონაცემები როგორც მონაცემთა ცხრილების (dataset), ისე ელქტრონული სერვისების (API) სახით. მონაცემებთან ერთად პორტალზე გამოქვეყნებულია დეტალური მეტამონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უკუკავშირი როგორც დამატებითი მონაცემების საჭიროების, ისე არსებული მონაცემების ხარისხის შესახებ.

ამავე პორტალზე შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია იმ აპლიკაციების შესახებ, რომლებიც შეიქმნება ღია მონაცემების გამოყენებით. აქვე განთავსდება შესაბამისი ბმულებიც, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებენ აპლიკაციების ჩამოტვირთვას.