ღია მონაცემების ძიება

საჯარო ინფორმაცია

სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ღია მონაცემები წარმოადგენს ელექტრონულ ფორმატში სტრუქტურირებული სახით არსებულ ისეთ მონაცემებს, რომელთა გასაჯაროება დასაშვებია და გამოქვეყნება მარტივადაა შესაძლებელი.

ღია მონაცემების კონცეფციას განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც ღია მმართველობაში, ისე ელექტრონული მთავრობის თანამედროვე მოდელებში. ღია მონაცემების კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს ღია მონაცემების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებულებების ღია მონაცემების გამოქვეყნებას ღია, გამოთვლად და ყველასთვის ხელმისწვდომ ფორმატებში, რაც მოქალაქეებს, ბიზნესს, მასმედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული მონაცემებით, მათი გამოყენებით შექმნან აპლიკაციები და ელექტრონული სერვისები და მიიღონ სხვა სახის სარგებელი.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ საჯარო სექტორის ინფორმაციის ბაზრის გახსნით მიღებული ყოველწლიური პოტენციური შემოსავალი 40 მილიარდ ევროდ შეაფასა.