ღია მონაცემების ძიება

პორტალის გამოყენების პირობები

ღია მონაცემების პორტალის გამოყენების წესი და პირობები
პორტალის მიზანი და დანიშნულება
ღია მონაცემების ერთიანი სამთავრობო პორტალი (შემდგომში - ,,პორტალი“) - საჯარო სექტორში არსებული ღია მონაცემების გამოქვეყნების, ხელმისაწვდომობის, საზოგადოების მიერ მონაცემთა დამუშავებისა და შემდგომი გამოყენების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ერთიანი ვებ-რესურსია (data.gov.ge).
პორტალზე საჯაროობისა და „ერთი ფანჯრის“ პრინციპების დაცვით გამოქვეყნებულია ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული მონაცემები, რომელიც სტრუქტურირებული, კითხვადი და გამოყენებადია ნებისმიერი პირისათვის სხვადასხვა ტიპის პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად. პორტალზე ღია მონაცემების გამოქვეყნება და სისტემატიური განახლება ხდება მანქანა-კითხვად ფორმატში.
გამოყენებული ტერმინები
ღია მონაცემების პორტალით სარგებლობისას, ქვემოთ მოყვანილი ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
– ღია მონაცემი – ელექტრონულ ფორმატში სტრუქტურირებული სახით არსებული ისეთი მონაცემი, რომლის გასაჯაროება, გამოყენება და გავრცელება დასაშვებია;
– მონაცემის მფლობელი – სახელწმიფო დაწესებულება, რომელიც აქვეყნებს მონაცემებს ღია მონაცემთა პორტალზე;
– ღია მონაცემთა პორტალის ადმინისტრატორი– სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“.
გამოყენების ზოგადი წესი
პორტალის გამოყენებისათვის არ არის საჭირო რეგისტრაცია ან რაიმე ხასიათის პერსონალური მონაცემის დამუშვება პორტალზე მონაცემთა ძიებისა და გამოყენების ზოგადი ინსტრუქციისათვის, მიმართეთ „ხშირად დასმული კითხვების“ განყოფილების შესაბამის ქვეთავს.
გამოყენების საფასური
პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებით სარგებლობისათვის, მიუხედავად მათი ფორმის, შინაარსის თუ მოცულობისა, რაიმე საფასური ან გადასახადი დაწესებული არ არის.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
თუ სხვა რამ კანონით ან წერილობითი შეთახმებით გათვალისწინებული არ არის, ღია მონაცემთა პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია წარმოადგენს მონაცემთა მფლობელის საკუთრებას. ღია მონაცემთა პორტალის ადმინისტრატორი არ არის პასუხისმგებელი მონაცემთა სიზუსტის, სისრულის, დროულობის, ხარისხის და სხვა შესაბამისი მახასიათებლის შედეგად გამოწვეულ სამართლებრივ შედეგზე.
საჯარო ინფორმაცია
ღია მონაცემთა პორტალის მეშვეობით გამოქვეყნებული ყველა მონაცემი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების საჯაროობის კრიტერიუმის შემოწმება და არასაჯარო ინფორმაციის გასაჯაროების ყველა სამართლებრივი შედეგი ეკისრება მონაცემთა მფლობელს.
უსაფრთხოება
ღია მონაცემთა პორტალის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია პორტალის, როგორც პროგრამული პროდუქტის, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რაც გულისხმობის მისი მდგრადობისა და მავნე კოდისაგან დაცვის უზრუნველყოფას. ღია მონაცემთა პორტალის მეშვეობით გამოქვეყნებულ მონაცემთა კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვა ევალება მონაცემთა მფლობელს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ღია მონაცემთა პორტალზე, უნდა პასუხობდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების დაცვა მონაცემთა მფლობელის ვალდებულებას წარმოადგენს. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი ან სხვა პირის პერსონალური მონაცემი პორტალის მიერ მუშავდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გთხოვთ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს:
– მისამართი: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის #7, 0105
– ტელ: (+995 32) 242 1000
– ელ–ფოსტა: office@pdp.ge
საავტორო და მომიჯნავე უფლებები
ღია მონაცემების პორტალის დიზაინი, ლოგო და შიგთავსი – გარდა მასზე განთავსებული ღია მონაცემებისა – წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ობიექტს და მათი გამოყენება დაუშვებელია პორტალის ადმინისტრატორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
მონაცემთა განმეორებით გამოყენება
ღია მონაცემების პორტალზე განთავსებულია საჯარო ინფორმაცია – შესაბამისად, მონაცემთა ჩამოტვირთვის შემდეგ მათი შემდგომი გამოყენება შეზღუდული არ არის. ამასთან, პორტალზე შესაძლებელია განთავსდეს მონაცემთა ისეთი ბაზები ან ცხრილები, რომელთა გამოყენებაზეც დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები ან/და გამოყენების განსხვავებული პირობები. მონაცემთა ჩამოტვირთვის შემდეგ მათი დამუშავების შედეგად წარმოებული მონაცემების სისწორეზე, სისრულეზე, დროულობაზე, ხარისხსა და სხვა მახასიათებლების დაცვაზე მონაცემთა მფლობელი და პორტალის ადმინისტრატორი პასუხისმგებლობას არ იღებენ.
მონაცემთა წყაროს მითითება
ღია მონაცემთა პორტალის ადმინისტრატორი და მონაცემთა მფლობელი, პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების საჯაროობის გათვალისწინებით, არ წარადგენენ და არ ახორციელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებებს პორტალის მეშვეობით გამოქვეყნებულ მონაცემებზე. შესაბამისად, პორტალიდან აღებული მონაცემების გამოყენება არ მოითხოვს რაიმე ლიცენზიის, ნებართვის ან შეთანხმების არსებობას. ამასთან, პორტალიდან აღებული მონაცემების გამოყენებისას, მოითხოვება მითითება იმის თაობაზე, რომ ეს მონაცემები სწორედ პორტალიდან არის მიღებული, მაგალითად:
მონაცემები მოპოვებულია ღია მონაცემთა პორტალიდან (http://www.data.gov.ge/)