ღია მონაცემების ძიება

ხ.დ.კ.

რა არის ღია მონაცემი?
საჯარო დაწესებულებებისთვის ღია მონაცემი წარმოადგენს ელექტრონულ ფორმატში სტრუქტურირებული სახით არსებულ ისეთ მონაცემს, რომლის გასაჯაროება დასაშვებია და გამოქვეყნება მარტივადაა შესაძლებელი.
რას წარმოადგენს data.gov.ge?
ღია მონაცემების კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს ღია მონაცემების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებულებების ღია მონაცემების გამოქვეყნებას ღია, გამოთვლად და ყველასთვის ხელმისწვდომ ფორმატებში, რაც მოქალაქეებს, ბიზნესს, მასმედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული მონაცემებით, მათი გამოყენებით შექმნან აპლიკაციები და ელექტრონული სერვისები და მიიღონ სხვა სახის სარგებელი.
რა ფორმატშია გამოქვეყნებული მონაცემები?
პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემთა ცხრილები წარმოდგენილია ღია მონაცემების სტანდარტულ ფორმატებში (CSV ან XML). მონაცემები ასევე შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ელექტრონული სერვისის საშალებით (API).
რა სახის მონაცემებია გამოქვეყნებული data.gov.ge-ზე?
პორტალზე გამოქვეყნებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების ღია მონაცემები. მონაცემები დაჯგუფებულია როგორც ორგანიზაციებს მიხედვვით, ისე თემატურად.
როგორ შეიძლება მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო მონაცემები?

თქვენთვის საინტერესო ღია მონაცემის მოსაძიებლად დააჭირეთ მენიუს „ღია მონაცემები“. მენიუში შესვლის შემდეგ, ეკრანზე გამოვა ყველა ღია მონაცემი, რომელიც გამოქვეყნებულია პორტალზე. შესაძლოა ღია მონაცემების ფილტრაცია საძიებო სიტყვის, თემატიკის, გამომქვეყნებელი უწყებისა და ღია მონაცემის ფორმატის მიხედვით.

საძიებო სიტყვით ფილტრაცია შესაძლებელია ღია მონაცემების ძიების ბლოკიდან, რომელიც განთავსებულია უშუალოდ ღია მონაცემების ზემოთ. ჩაწერეთ თქვენთვის საინტერესო ღია მონაცემთან დაკავშირებული სიტყვა ან სიტყვები. შედეგად ეკრანზე გამოვა ამ სიტყვასთან (ან სიტყვებთან) დაკავშირებული ღია მონაცემების სახელები. შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ღია მონაცემის სასურველი სახელი და დააჭიროთ ღილაკს „ძიება“ ან სახელის აურჩევლად დააჭიროთ აღნიშნულ ღილაკს. შედეგად ეკრანზე გამოვა ძიების ბლოკში მითითებულ სიტყვასთან (ან სიტყვებთან) დაკავშირებული ყველა ღია მონაცემი.

ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ღია მონაცემების ჯგუფი თქვენთვის საინტერესო თემატიკის მიხედვით. ეკრანის მარცხენა მხარეს განთავსებულია ღია მონაცემების თემების ჩამონათვალი. შეგიძლიათ მონიშნოთ სასურველი თემა ან თემები, რაც გაფილტრავს ღია მონაცემებს არჩეული თემატიკის მიხედვით.

თუ ღია მონაცემების გაფილტვრა გამომქვეყნებლი უწყების მიხედვით გსურთ, ბლოკში „უწყბებები“ აირჩიეთ სასურველი უწყება. კონკრეტული ფორმატის ღია მონაცემების მოსაძიებლად კი საძიებო ბლოკში „ფორმატი“ მონიშნეთ სასურველი მნიშვნელობა.

ღია მონაცემების ძიება შესაძლებელია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფილტრის ერთდროული გამოყენებითაც.

ფილტრაციის შედეგად ეკრანზე გამოსული ღია მონაცემები შეგიძლიათ დაალაგოთ გამოქვეყნების თარიღის ზრდადობითა და კლებადობით. ამისათვის ღია მონაცემების ზემოთ მოცემულ ველში “სორტირება უნდა აირჩეთ სასურველი მნიშვნელობა.

ღია მონაცემის ფილტრაციის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ღია მონაცემების სახელებსა და მოკლე აღწერას. თქვენთვის საიტენრესო ღია მონაცემის გვერდზე შესასვლელად კი დააჭირეთ შესაბამისი ღია მონაცემის დასახელებას.

ხდება თუ არა data.gov.ge-ზე გამოქვეყნებული უკუკავშირის (კომენტარების) მოდერირება?
დიახ. სპამისა და არალეგალური შინაარსის კონტროლის მიზნით, თითოეული კომენტარი გადის შემოწმების პროცედურას. კომენტარების მონიტორინგი ხდება რეგულარულად, რაც გამორიცხავს კომენტარის გამოქვეყნების დიდი ხნით დაყოვნებას.